Author Topic: ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვა (MTEF) საქარ  (Read 485 times)

Kartlos

  • Guest
სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის სპეციალისტებო, რადგან ერთ-ერთი სამინისტროს MTEF -ის გაუმჯობესების პროექტი, რომელშიც ვმონაწილეობ დასრულების ეტაპზეა, გადავწყვიტე შემოგთავაზოთ თემა განსჯისათვის - საერთოდ შესაძლებელია საქართველოში პროგრამულ ბიუჯეტირებაზე გადასვლა?

მსჯელობის დაწყებამდე გთავაზობთ გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტს: ’MTEF’ პანაცეაა თუ სახიფათო გადახვევა?’

ამ ნაშრომის ავტორის აზრით MTEF -ის სრულყოფილ სისტემას სამი ეტაპი უნდა გააჩნდეს:
-საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩო (MTFF), რაც იგივეა რაც ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტი (BDD);
-საშუალოვადიანი საბიუჯეტო ჩარჩო (MTBF), რაც წააგავს BDD -ს მაგრამ მასში უფრო დეტალურადაა მოცემული სექტორული პრიორიტეტები და შეიძლება ითქვას ’საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის’ განვრცობილ ვერსიას წარმოადგენს; და
-ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის ჩარჩო (MTEF), რაც სრული პროგრამული ბიუჯეტირებაა.

გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები და ერთად ვიფიქროთ თუ რა ეტაპებს უნდა მოიცავდეს ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის რეფორმა.
« Last Edit: July 22, 2010, 09:40:44 GMT by Napodano »

liaskhliaskh

  • Guest
სამწუხაროდ ფონტი ვერ დავაყენე ქართულზე.

ჩემის აზრით საქართველო ნამდვილად მზადაა გადავიდეს პროგრამულ ბიუჯეტზე. საამისოდ უკვე ბევრი რამ გაკეთდა და ახლაც აქტიური მუშაობაა. ერთი რამ გვაკლია მხოლოდ: დიდი სურვილი და მონდომება, ოღონდ ყველა დონეზე და არა მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლების მხრიდან. საჭიროა კარგად გააზრებული გეგმა, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს ეტაპობრივად.

დანარჩენს მერე მოგწერთ, როცა გავეცნობი სტატიას.



















Quote
« Last Edit: July 22, 2010, 09:48:04 GMT by Napodano »

benashvili

  • PFM Newbie
  • Posts: 1
საქართველოში განხორციელდა მნიშვნელოვანი ძალისხმევა MTEF -ის დასანერგად. დარჩა მხოლოდ მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილის- პროგრამების -შედგენის, ფუნქციონირების და კონტროლის საკითხების მოწესრიგება. საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს აქვთ გარკვეული გამოცდილება ამ თვალსაზრისით. ინდიკატურ გეგმაში შესატანი სახელმქწიფო პროგრამებისთვის შემოღებული იყო სპეციალური წესი, დამტკიცებული პრეზიდენტის ბრძანებულებით (1998 წლის 24 დეკემბერი, # 711). მიგვაჩნია, რომ საჭიროა შემუშავდეს MTEF-ში შესატანი პროგრამებისთვის ანალოგიური ნორმატული აქტი. რადგან თუ არ მოწესრიგდა ძირითადი შემადგენელი ნაწილი, ,,უჯრედი’’, ნორმალურად ვერ იფუნქციონირებს მთლიანი ორგანიზმი (სისტემა).
კეთილი სურვილებით,
ციალა ბენაშვილი

Kartlos

  • Guest
ძვირფასო  liaskhliaskh,
ქართული ფონტის დაყენებისათვის უნდა შეხვიდეთ Control Panel-ში, აირჩიოთ Regional and Language Options, Language-ში დააკლიკოთ Details-ს და შემდეგ მისცეთ Add და შეარჩიოთ ქართული ენა. ქართული ენის დაყენების შემდეგ ეკრანის მარჯვენა ქვედა კუთხეში, სადაც სავარაუდოდ ’EN’ ეწერება, დააკლიკებთ და გადაიყვანთ Georgian-ზე.
პატივისცემით,
ქართლოსი

 

RSS | Mobile

© 2002-2024 Taperssection.com
Powered by SMF