Author Topic: შიდა აუდიტის პრაქტიკის დანერგვა სამინისტ  (Read 198 times)

Kartlos

  • Guest
ახლა, როდესაც საქართველოს მთავრობამ გავიდა სამინისტროებში შიდა აუდიტის დეპარტამენტების დაარსების ვადა (აგვისტო), მსურს დავიწყოთ მსჯელობა იმ ქმედებების და მათი განხორციელების თანმიმდევრობის შესახებ, რაც უნდა განხორციელდეს ამ მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით განხორციელებისათვის.

სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მნიშვნელოვანი როლი დაეკისრა აღნიშნული რეფორმის წარმართვის და კოორდინაციის თვალსაზრისით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თვითონ სამინისტროებმა უნდა იფიქრონ ცვლილების მენეჯმენტის კუთხით, რათა უზრუნველყონ, რომ შიდა აუდიტის ფუნქცია ეფექტურად დაინერგოს სახელმწიფო სექტორში.

რა ნაბიჯები უნდა გადადგას შიდა აუდიტის დეპარტამენტის ახალმა უფროსმა? შიდა აუდიტის რა სტანდარტები უნდა იქნეს შემოღებული? შიდა აუდიტი უნდა მოიცავდეს თუ არა საქმიანობის შედეგების აუდიტს? როგორ იქნება იგი ბიუჯეტის მომზადებასა და შესრულებასთან დაკავშირებული?

გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები ამ და საქართველოს სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტის დანერგვასთან დაკავშირებულ თქვენთვის საინტერესო სხვა საკითხებზე.
პატივისცემით,
ქართლოს ღვინიაშვილი

 

RSS | Mobile

© 2002-2024 Taperssection.com
Powered by SMF